Accentnews.ge
"სამწუხაროდ, მოსახლეობა კვლავ იყენებს "ბისეპტოლს" და "ანალგინს", რომლებიც იმდენად მძიმე გართულებებს იძლევიან, რომ ვერც ერთი ვაქცინა მათთან ვერ მივა"

"სამწუხაროდ, მოსახლეობა კვლავ იყენებს "ბისეპტოლს" და "ანალგინს", რომლებიც იმდენად მძიმე გართულებებს იძლევიან, რომ ვერც ერთი ვაქცინა მათთან ვერ მივა"

15/03/2021 11:05:32 საზოგადოება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ არც ერთი წინასწარი დაკვირვებითი–შეფასებითი კვლევა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რომელიმე დაავადება ან გვერდითი მოვლენა უფრო მეტია ვაქცინირებულ ადამიანებში, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში.

"ასტრაზენეკას"ვაქცინას ეძლევა რეკომენდაცია, რომ მას დღეს აქვს უფრო მეტი სარგებელი და გადაწონის ყველა პოტენციურ რისკს, რაც შეიძლება, მასთან იყოს დაკაშირებული. ჩვენ რაღაც თვალსაზრისით ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას ასე ვთქვათ, რისკზე მივდივართ. მაგალითად, მე ალერგოლოგი ვარ და ყოველდღიურად ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას ვხვდები, სამწუხაროდ, მოსახლეობა კვლავ იყენებს "ბისეპტოლს" და "ანალგინს", რომლებიც იმდენად მძიმე გართულებებს იძლევიან, რომ ვერც ერთი ვაქცინა მათთან ვერ მივა", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყნებში, სადაც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის პროცესი შეჩერდა, შემთხვევები ბელგიაში დამზადებული პრეპარატის ერთ კონკრეტულ პარტიას უკავშირდება:

"ჯერ–ჯერობით ეს ყველა შემთხვევა უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ "ასტრაზენეკას" ერთ კონკრეტულ პარტიას – ეს არის ვაქცინის 1 000 000 დოზა, რომელიც ევროკავშირის 17 ქვეყანაში გადანაწილდა. ამჟამად არა მარტო სამედიცინო, არამედ სხვა ტიპის მოკვლევაც მიმდინარეობს, რომ ქარხნული დამზადების დროს რაიმე პრობლემა ხომ არ იყო", – განაცხადა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოტანილი "ასტრაზენეკას" ვაქცინის დოზები სამხრეთ კორეაშია წარმოებული.

ცნობისთვის: ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის ფრთხილად განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ დასტურდება.

დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S