Accentnews.ge
"ასტრაზენეკა": "ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ დასტურდება"

"ასტრაზენეკა": "ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ დასტურდება"

15/03/2021 08:47:58 საზოგადოება

ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკა" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის ფრთხილად განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ დასტურდება.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ 17 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან მხოლოდ 15 ადამიანის დაუდასტურდა ვენის ღრმა თრომბოზი და 22 ადამიანს - ფილტვის ემბოლია, რაც ვერ იქნება დაკავშირებული ვაქცინის უკუჩვენებებთან, ვინაიდან მოსახლეობის ამ რაოდენობისთვის მსგავსი სიმპტომები ბუნებრივია.

მეტიც, კლინიკური ცდებით დადასტურდა, რომ თრომბოზული მოვლენების რაოდენობა მცირე იყო ვაქცინირებულ ჯგუფებში. არ არსებობს სისხლდენის მომატების მტკიცებულება.

"ასტრაზენეკას" ვაქცინის მოხმარება რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შეაჩერა. მიზეზად თრომბული მოვლენები დასახელდა. სწორედ ამ ეჭვებს უპასუხა კომპანიამ.

დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S