Accentnews.ge
„მსგავსი ამორალობა არ მინახავს!“ – მელაძე შსს–სთან კომუნიკაციაზე საუბრობს

„მსგავსი ამორალობა არ მინახავს!“ – მელაძე შსს–სთან კომუნიკაციაზე საუბრობს

11/03/2021 17:44:42 საზოგადოება

დღეს განსაკუთრებული სითავხედე ჩაიდინა შსს–მ. მსგავსი ამორალობა, რაც გომელაურმა გააკეთა, არ მინახავს!– ასე აფასებს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მისი და მისი კოლეგის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ შსს–სთან კომუნიკაციას.

მელაძე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც შსს–დან გამომძიებელი დაუკავშირდა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე აცნობა, შესთავაზა სახელმწიფო დაცვა, თუმცა ასევე ამცნო, რომ ამ ეტაპზე მისი დაკითხვის საჭიროება არ არსებობდა, ის თავად დაუკავშირდა შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს როგორც პროდიუსერი.

„ვიკითხე, „თუ გამოძიება დაიწყეთ, განცხადება ხომ უნდა გაავრცელოთ? შემთხვევით გავიგე, გამომძიებელმა დამირეკა, „დაცვა გჭირდება თუ არაო და შენი გამოკითხვის საჭიროაბ არ არისო“, რა იცის, იქნებ მეც მაქვს ინფორმაცია და ვყვები?“. შსს–მ მითხრა, „მოვიკითხავ და გეტყვითო“. რა თქმა უნდა, არც გადმოურეკავთ, რადგან განსაკუთრებული სითავხედით ცნობილია ეს უწყება. საღამოს კვლავ ვრეკავ, „განცხადება გაავრცელეთ თუ არა–მეთქი?“, „საჭიროდ რომ ჩაგვეთვალა, ხომ გავავრცელებდით? და საიტზე რადგანაც არ გვიდევს, ანუ საჭიროდ არ ჩავთვალეთო?“. გამოდის, რომ ქვეყანაში თუ შს სამინისტრო იწყებს გამოიებას საგამოძიებო რეპორტაჟების ავტორების სიხოცხლის შესაძლო ხელყოფასთან დაკავშირებით, ვახო გომელაური და მისი თანამშრომლები თავს ვალდებულადაც არ თვლიან, რომ საზოგადოებას გააგებონონ. ან რა მუხლით დაიწყეს გამოძიება, ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ან რა საგამოძიებო მოქმედებებს გეგმავენ? იქნებ მეც შემიძლია გარკვეული ინფორმაციის მიწოდება. ადამიანებმა განცხადებაც არ გაავრცელეს! აი, ესაა მათი დამოკიდებულება!“,– ამბობს მელაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება უშუალოდ ფარულ ჩანაწერებს, მელაძე ამბობს, რომ ის „სადამსჯელო რაზმის“ წევრების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა:

„ეს ჩანაწერი იძლეოდა საშუალებას, გამოვლენილიყო სადამსჯელო რაზმის წევრები: არამხოლოდ ისინი, ვის შესახებაც მოვისმინეთ. ჩანაწერების გაშიფრვის და წყაროებთან კომუნიკაციის შედეგად დავადგინეთ, ვინ არიან სადამსჯელო რაზმის სხვა წევრებიც. როგორც აღმოჩნდა, წრე უფრო ფართოა, ახალ მასშტაბებზე გავდვართ. აქ საუბარი არაა მხოლოდ ანზორ ჩიბინიძეზე ან „ამიკოზე“. ვცდილობთ, მეტი მოგიყვეთ შაბათს“.

ცნობისთვის: როგორც შსს–ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S