Accentnews.ge
გრიგოლია – პროკურატურას: „ომი გინდათ? აბა გაბედეთ!“

გრიგოლია – პროკურატურას: „ომი გინდათ? აბა გაბედეთ!“

11/03/2021 09:09:35 საზოგადოება

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლებას აძლევს, ასევე აძლევს იძულებითი ღონისძიების შესაძლებლობას.

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი.

p.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად-მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!" - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის: სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

"მათი მიზანია, გავიდნენ წყაროზე, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო",– განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S