Accentnews.ge
გაბუნია: "ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ"

გაბუნია: "ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ"

01/03/2021 10:44:28 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი "იგი ვერ დაადასტურებს ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას"

"ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან. ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ გამყრელიძესთან დაკავშირებით", – განაცხადა გაბუნიამ.

1 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან შედგა, თუმცა ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე პოლიტიკოსები განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ. კერძოდ, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება.

"ბატონი ამირანი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს",– ამგვარი კომენტარით შემოიფარგლნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს–სამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S