Accentnews.ge
ჩალაძე: „ამირან გამყრელიძე მოადგილეებიანად წავა სახლში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია“

ჩალაძე: „ამირან გამყრელიძე მოადგილეებიანად წავა სახლში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია“

01/03/2021 08:33:55 პოლიტიკა

1 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან შედგა, თუმცა ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე პოლიტიკოსები განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ. კერძოდ, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება:

„განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა მოძველებული, დაუსაბუთებელია, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, იგივე საკოორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა... ასევე არაერი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის, დააადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ერთი კვირაა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი განიხილება. ქალბატონი ტიკარაძეც უნდა გადადგეს, ბატონი გამყრელიძეც, რადგან მათზე დაკისრებული მოვალეობებს ვერ ასრულებენ“.

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, ენმ–ის წევრ გიორგი ჩალაძის ინფორმაციით კი საკითხი გადაწყვეტილია და არჩევენ დროს, თუ როდის მიაწოდებენ საზოგადოებას ინფორმაციას:

„ზუსტად ვიცი, რომ ამირან გამყრელიძე თავისი მოადგილეებიანად წავა სახლში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა არჩევენ დროს, როდის გაუშვებენ მას სახლში. ეს იქნება ისეთივე ფასადური გადაწყვეტილება, როგორც სხვა. გამყრელიძის გაშვება არ უნდა მივიჩნიოთ როგორც კარგისკენ გადადგმული ნაბიჯი: ეს „განტევების ვაცის“ პოვნაა. სინმადვილეში, ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეწირება, რომ ახალმა პრემიერმა ვინმე დასაჯოს და მკაცრი ხელი გვაჩვენოს“.

"აქცენტი" ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში ამოწმებს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება

"ბატონი ამირანი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს",– ამგვარი კომენტარი შემოიფარგლნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს–სამსახურში.

ანალოგიური პასუხი აქვს თავად გამყრელიძესაც.

"ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან. ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ გამყრელიძესთან დაკავშირებით", – განაცხადა დღის მეორე ნახევარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S