Accentnews.ge
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა

26/02/2021 05:36:28 საზოგადოება

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა. კოვიდ–ინფიცირებული აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 269 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3475 გარდაიცვალა.

საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა ამჯერად პრეპარატის შემოტანის სავარაუდო ვადად მარტის პირველი ნახევარი სახელდება.

1 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის გამო ორჯერ გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი, დაწესდა "კომენდანტის საათი", რომელიც ამ დრომდე მოქმედებს.

შეზღუდვების შემსუბუქება დაწყებულია, ბოლო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება 25 თებერვლიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S