რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება 25 თებერვლიდან

24-02-2021 14:51:45

საქართველოში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 25 თებერვლიდან საქართველოში შემდეგი შეზღუდვები შემსუბუქდება:

  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამუშავდება;
  • სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან, საბაგიეროები - 8 მარტიდან გაიხსნება;
  • რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1 მარტიდან გაიხსნება, დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები 15 მარტიდან გაიხსნება;
  • საჯარო და კერძო ბაღები 1 მარტიდან გაიხსნება;
  • სასკოლო წრეები 15 მარტიდან განახლდება;
  • უნივერსიტეტებში არადისტანციური გამოცდები 1-ლი მარტიდან, სწავლა - 15 მარტიდან აღდგება;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ:
  • თეატრები საქმიანობას 1 აპრილიდან, ხოლო მუზეუმები 1 მარტიდან განაახლებენ;
  • შემსუბუქდა ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს.

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

ახალი ამბები

სხვა სიახლეები