Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, რატომ არ იხსნება "კომენდანტის საათი"

გაბუნია განმარტავს, რატომ არ იხსნება "კომენდანტის საათი"

24/02/2021 11:21:52 საზოგადოება

"კომენდანტის საათი" ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და ამდენად მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჯერ–ჯერობით“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე; რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება 25 თებერვლიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S