საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი: "სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს"

21-02-2021 19:32:35 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. შესაბამისი კითხვით მას პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

"სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა", - განაცხადა ბურჭულაძემ.

იხილეთ ასევე: ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი იქნება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები