ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი იქნება

19-02-2021 20:05:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე დაასახელა.

ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე

იგი 2019 წლის 20 სექტემბრიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ბურჭულაძე განათლებით ფინანსისტია, ფლობს ინგლისურ, ესპანური და რუსულ ენებს. მას ცოლი და 8 შვილი ჰყავს.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბანკში, “ქართუ ბანკში”, “სტანდარტ ბანკში” და საჯარო უწყებებში. ბურჭულაძის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

  • 2016- 2019 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
  • 2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
  • 2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსურ მენეჯერი;
  • 2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;
  • 2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი
  • 2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი
  • 2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი
  • 2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი
  • 2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;
  • 1999 – 2001 წწ. – შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;
  • 1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.

რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მან ქონებრივი დეკლარაცია ერთხელ შეავსო.

ბურჭულაძის მიერ 2020 წლის 25 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახის მფლობელობაში ერთი ბინა და სამი საცხოვრებელი სახლია.

ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ თბილისში ნუცუბიძის 26ა, 146 კვ.მ ფართობის ბინა 2007 წელს 300 000 ლარად შეიძინა. მისი მეუღლის ნინო მხეიძის მფლობელობაშია 3 საკუთარი სახლი. სამივე სახლი თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს:

  • სახლი, რომელიც თბილისი, ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს, 337 კვ.მ ფართობისაა. ნასყიდობა 2008 წელს განხორციელდა. მხეიძემ უძრავი ქონება 250 000 ლარად შეიძინა.
  • სახლი, რომელიც თბილისი, ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს, 56 კვ.მ​ ფართობისაა. ნასყიდობა 2008 წელს განხორციელდა. მხეიძემ უძრავი ქონება 15 000 ლარად შეიძინა.
  • სახლი, რომელიც თბილისი, ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს, 115 კვ.მ​ ფართობისაა. ნასყიდობა 2016 წელს განხორციელდა. მხეიძემ უძრავი ქონება 200 000 ლარად შეიძინა.

ქონებრივი დოკუმენტის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძეს საბანკო ანგარიშები "საქართველოს ბანკში", "citibank"–ში, "ლიბერთი ბანკსა" და "ტერა ბანკში" აქვს. ნაღდი ფულის სახით იგი "საქართველოს ბანკში" 99 062 აშშ დოლარსა და 1 978 ლარს ინახავს;

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მფლობელობაშია ავტომობილი ჰიუნდაი ტუკსონი, რომელიც მან 2016 წელს 25 000 ლარად შეიძინა.

დოკუმენტის თანახმად, (2019 წლის 20 სექტემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში) ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში 3 თვეში 22 500 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი სსიპ-მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილედ მუშაობდა, სადაც 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 54 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები