ემიგრანტთა ასოციაცია: "ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები ისრაელსა და საფრანგეთთან მიმდინარეობს"
19/02/2021 07:56:04 საზოგადოება
საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სიმონიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში ლეგალურად დასაქმებისთვის ქვეყანა მოლაპარაკებებს საფრანგეთსა და ისრაელთანაც აწარმოებს.
"გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებებს იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს. გერმანიის და ისრაელის შემდეგ შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება დეტალები ცნობილი",-წერს სიმონიშვილი.
ცნობისთვის: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში 35 121 პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველად.
იხილეთ ასევე: გერმანიაში დასაქმების უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის – პასუხი ყველა კითხვაზე


