საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

15-02-2021 10:00:25 საზოგადოება ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი;ჯანდაცვის უწყების ცნობით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების ხანგრძლივობა

  • ერთიდან სამ თვემდე;

სამუშაო დრო

  • ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში.

მინიმალური ხელფასი

  • 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე – http://workabroad.moh.gov.ge . დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.

ამავე თემაზე: გერმანიაში დასაქმების უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის – პასუხი ყველა კითხვაზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები