Accentnews.ge
IDFI: რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხ წელში მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია

IDFI: რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხ წელში მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია

09/02/2021 11:07:38 ეკონომიკა

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია (35%),– ამის შესახებ ნათქვამია IDFI–ის კვლევაში, რომელშიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორს მიმოიხილავს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გასულ წელს ელექტრო ენერგიის დეფიციტმა +5.3% წ.წ. და 1.46 ტვტ. სთ შეადგინა.

„რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია (35%) 2020 წელს. აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება. ხოლო თურქეთი ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება (41%), თუმცა მკვეთრად შემცირებული ექსპორტის მოცულობის ფონზე.ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წელს. იმპორტის და ექსპორტის ღირებულებამ 65 მლნ. აშშ დოლარი და 6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად ანალოგიურ პერიოდში. შეინიშნება გაუმჯობესება, (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით. ერთი კვტ. სთ. ელექტროენერგიის იმპორტის ფასი -17%-ით შემცირდა და საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი იყო 2020 წელს. ხოლო საექსპორტო ფასი გაიზარდა +18%-ით და 3.8 აშშ დოლარის ცენტს გაუტოლდა ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ექსპორტის მცირე მოცულობა“,– ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან უნდა იყოს კავშირში, თუმცა ასევე შემცირდა ელექტრო ენერგიის გენერაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S