Accentnews.ge
IDFI: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა, დანარჩენ საქართველოში კი მკვეთრად შემცირდა

IDFI: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა, დანარჩენ საქართველოში კი მკვეთრად შემცირდა

09/02/2021 10:58:18 საზოგადოება

გასულ წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად მაღალი იყო,– ამის შესახებ ნათქვამია IDFI–ის კვლევაში, რომელშიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორს მიმოიხილავს.

„2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელელქტროენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია 2020 წელს ენგურჰესის გენერაციის შემცირებით.

აფხაზეთი წლის განმავლობაში 8,5082 კვტ. სთ. ელექტრო ენერგიას მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის განმავლობაში. დანარჩენ საქართველოში ელექტრო ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,574 კვტ. სთ. შეადგენდა“,– ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება, აიხსნას“.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ დანარჩენ საქართველოში – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შემცირდა, რასაც IDFI შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებას და თითქმის განულებულ ტურიზმს უკავშირებს.

იხილეთ ასევე: "ენგურჰესი" ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S