კინზინგერი: "ეს გადატრიალების მცდელობაა"
06/01/2021 21:10:10 მსოფლიო
ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
კინზინგერმა დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა:
"შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება
შენ არ იცავ ქვეყანას!". - დაწერა კინზინგერმა.
როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები სენატის სხდომის დარბაზშიც შეიჭრნენ.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ცდილობენ.
მედია წერს, რომ შეხლა–შემოხლის დროს ქალი დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დეტალები უცნობია.
აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
იხილეთ ასევე: ტრამპმა ვაშინგტონში ნაციონალური გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა






