Accentnews.ge
ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

06/01/2021 20:01:01 მსოფლიო

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს,– იუწყება CNN.

დემონსტრანტების შეჭრისას აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა, შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

როგორც CNN წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.

ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენი კაპიტოლიუმის პოლიციას და სამართალდამცველებს. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. დარჩით მშვიდობიანები”, – დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერში".

ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. კომენდანტის საათი ერთი დღით, 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S