ტრამპმა ვაშინგტონში ნაციონალური გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა
06/01/2021 21:06:54 მსოფლიო
აშშ-ის მოქმედმა პრეზ9დენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, იუწყება CNN.
თეთრი სახლის პრეს–სპიკერი Twitter- ზე წერს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა ეროვნულ გვარდიას და სხვა "ფედერალურ თავდაცვის სამსახურებს", დახმარება გაუწიონ რეაგირებაში კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობაზე.
ვირჯინიის გუბერნატორ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის ეროვნული გვარდიის ოფიცრებს გზავნის ვაშინგტონში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის მომხრეები, რომლებიც არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ტრამპმა მათ სიმშვუდისკენ მოუწოდა.
ვრცელდება ცნობა, რომ შეხლა–შემოხლის დროს კაპიტოლიუმის შენობაში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შოკისმომგვრელი უწოდა.
„შოკისმომგვრელი სცენებია ვაშინგტონში. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, -წერს იენს სტოლტენბერგი.


