რამდენი თეთრით იგეგმება ელექტროენერგიის საფასურის ზრდა
28/12/2020 11:03:19 ეკონომიკა
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადების კომენტირება მედიამ დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სხთოვა. ის ამბობს, რომ მთავრობა სემეკის კომპეტენციაში არ ჩაერევა.
„გასაგებია, რომ ფინანსური კრიზისი შეეტყო ბევრ კომპანიას, მათ შორის საქართველოში. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, კანონმდებლობის თანახმად, ტარიფიკაციის დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი - სემეკი, რომელი თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანეელობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს, ხოლო მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია როგორც მოსახლეობას, ისე კომერციულ აბონენტებს. ტარიფების დათვლა სემეკის კომპეტენციაა და ჩვენ არ ჩავერევით მის კომპეტენციაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სემეკში აცხადებენ, ოპრგანიზაციამ აუდიტი დაასრულა.
"ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ გვაქვს. კომისია ხვალ იმსჯელებს სხდომაზე და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. პარამეტრები იქნება ობიექტური, ხარისხიანი",– განაცხადა დავით ნარმანიამ.
მანამდე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ყველაზე მსხვილ კომპანიაში განაცხადეს, "ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია".
კომპანია პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს და აცხადებს, კომპანიამ ყველა რესურსი ამოწურა.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარია კომერციული სექტორისთვს ელექტროენერგიის საფასუსის 50–%–მდე, ხოლო სამომხმარებლო ტარიფის 25%–მდე გაზრდაზე.
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, სემეკმა ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და მხოლოდ ის ხარჯები დატოვა, რაც კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი იქნება. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, დენის ტარიფები გადაიხედება, როგორც "თელასის", ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" შემთხვევაში და ტარიფის ცვლილება საქართველოს მასშტაბით მთელ მოსახლეობას შეეხება.
"სემეკმა დააკმაყოფილა ყველა რეკომენდაცია, ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯები, რომელიც საკმარისი შეიძლება იყოს კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სათანადო ხარისხის მიწოდებისთვის, შესაბამისად ამ მხრივ მომხმარებლის უპირატესი ინტერესი გათვალისწინებულია.
მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით და ჩემი პირველადი პროგნოზით, არსებობს ყველა ის წინაპირობა, რომელიც სამწუხაროდ მივა იქამდე, რომ დაკორექტირდება ტარიფი, ოღონდ სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით.
ელექტროენერგეტიკის ტარიფები გადაიხედება, როგორც "თელასის", ასევე "ენერგო-პროს" შემთხვევაში. შესაბამისად, ეს შეეხება საქართველოს სრულ მოსახლეობას," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.


