„ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. ყველა რესურსი ამოწურულია!“
28/12/2020 09:52:33 ეკონომიკა
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია,– იუწყება „ენერგო-პრო ჯორჯია“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სადღეისოდ მოქმედი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა და ის უკვე დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.
კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 10 თვეა, კომოპანია მწვავე ფინანსურ კრიზისში იმყოფება, მოუწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც.
„მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ
რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, როგორც ბოცვაძე ამბობს, ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად:
,,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალდო ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“.
მსიივე თქმით, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, რომელსაც კომპანია სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს: „ბოლო კვირეებია, გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს, გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“.


