დროსტენი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გერმანიაშიც ცირკულირებდეს
21/12/2020 20:10:39 მსოფლიო
გერმანიაში კორონავირუსის საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ქრისტიან დროსტენი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის სამშობლოშიც ცირკულირებდეს.
"კორონავირუსის ახალი სახეობა სავარაუდოდ, გერმანიაშიც ცირკულირებს. ვიცით, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა, ის უკვე დაფიქსირდა იტალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, დანიაში - ავსტრალიაშიც კი. რატომ არ უნდა იყოს ის გერმანიაში?", – განაცხადა დროსტენმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის გამო გაერთიანებულ სამეფოსთან 40–ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ საზღვარი დაკეტა.
იხილეთ ასევე: გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი: "კორონავირუსის მუტაციის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს"
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ


