Accentnews.ge
გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი: "კორონავირუსის მუტაციის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს"

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი: "კორონავირუსის მუტაციის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს"

21/12/2020 19:39:44 საზოგადოება

გერმანიაში კორონავირუსის საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ქრისტიან დროსტენი აცხადებს, რომ "COVID-19– ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, შეიძლება, უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უფრო საშიშია".

"კორონავირუსის მუტაციის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები კვლავ იმუშავებენ. თუმცა მათ შესაძლოა, სამომავლოდ კორექტირება დასჭირდეთ", – განაცხადა დროსტენმა DW-სთან ინტერვიუში.

"აქცენტი" ინტერვიუს სრულ თარგმანს გთავაზობთ:

– როგორ რეაგირებს სხეული მუტაციებზე?

– როგორც წესი, ადამიანის სხეულს ვირუსებისგან თავის დაცვა შეუძლია. იგი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც მას ვირუსული შეტევების დროს იცავენ. მათი მეშვეობით იმუნური სისტემა პათოგენზე მყისიერად რეაგირებს. თუმცა თუ პათოგენი უკვე შეიცვალა და წარმოქმნილი ანტისხეულები პათოგენის უფრო ძველ ვერსიაზე არის დაპროგრამებული, მაშინ ეს ანტისხეულები ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ადამიანები ამა თუ იმ ვირუსით რეგულარულად ავადდებიან. ჩვენმა ორგანიზმმა უკვე შექმნა ანტისხეულები წინა გაციების დროს, მაგრამ ახლად მუტირებული პათოგენისთვის ახალი ანტისხეულები ჯერ არ შეუქმნიათ. მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი მაინც არ არსებობს - მუტაციისას არ არის გარდაუვალი, რომ ვირუსი უფრო საშიში გახდეს. ფაქტია, რომ ზოგიერთი მუტაციის დროს ვირუსი მნიშვნელოვნად სუსტდება.

– როგორ ხდება მუტაციები?

– როდესაც ადამიანის სხეულში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება, ვირუსმა გადარჩენისთვის უნდა შეცვალოს ცილები და შექმნას ახალი შტამები. ვირუსები გამრავლებისთვის ინფიცირებული ინდივიდის მასპინძელ უჯრედს იყენებენ. როდესაც ვირუსი ასეთ მასპინძელ უჯრედს დააინფიცირებს, მას დაინფიცირებულ უჯრედში თავისი ბირთვიდან გენეტიკური ინფორმაცია შეაქვს. როდესაც სხეულის უჯრედები მრავლდება, ვირუსის მილიონობით ასლი წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ რეპროდუქციაში კოპირების მცირე შეცდომები ხდება და თითოეული ეს შეცდომა ცვლის - მუტაციას უკეთებს ვირუსის გენეტიკურ კოდს.

– რატომ ვრცელდება COVID-19-ის ახალი სახეობა უფრო სწრაფად?

– SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსია, ისევე როგორც ყველა კორონავირუსი, არის RNA [რიბონუკლეინის მჟავა — პოლინუკლეოტიდი. დნმ-სგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში] ვირუსი, რომელიც თვეში ერთხელ განიცდის მუტაციას.

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ COVID-19-ის ახალ სახეობას კორონავირუსის ცილების რამდენიმე მუტაცია აქვს გავლილი. ე.წ. გენების წაშლის გამო მას ორი ამინომჟავა აკლია, რამაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელება გააადვილოს. ზაფხულის განმავლობაში აღმოსავლეთ აზიაში მსგავსი ე.წ. გენების წაშლა უკვე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ იქ მუტირებულმა SARS-CoV-2–ის სახეობამ ინფექციის უფრო შემსუბუქება გამოიწვია, რადგან მან აშკარად დაასუსტა Covid-19.

– ახალი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები ახლა არაეფექტურია?

– გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა იყო დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყო. მუტაცია ახალადშექმნილ ვაქცინებს არაეფექტურს არ გახდის. ამ ვაქცინების კოდირება ისეა გათვლილი, რომ მუტაციის მიუხედავად, პრეპარატი იმუნურ სისტემას კვლავ ასტიმულირებდეს. საბედნიეროდ, ვირუსს სჭირდება რამდენიმე მუტაციაზე მეტი, რომ შეიცვალოს მისი ცილები და ვაქცინა გახდეს არაფექტური. თუმცა ვიცით, რომ გრიპის ვირუსებს ძალზე სწრაფად შეუძლიათ მუტაცია და ხდება ვაქცინების კორექტირება, რათა ყოველ სეზონზე გრიპის ვირუსებს მოერგონ და დარჩნენ ეფექტურები. შესაბამისად, COVID-19–ის ვაქცინებს, სავარაუდოდ, შემდგომი კორექტირება დასჭირდებათ.

იხილეთ ასევე: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S