Accentnews.ge
ლევან ყარალაშვილი: „ყველაფერი მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა“

ლევან ყარალაშვილი: „ყველაფერი მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა“

27/11/2020 12:56:46 ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან ყველა საჯარო განცხადება, კერძო საუბარი, პრივატული კომუნიკაცია, რაც ხორციელდებოდა, იყო, რომ ლოკდაუნი არ იქნებოდა, შეზღუდვები იქნებოდა წერტილოვანი, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ყარალაშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ცენტრებისა და საცალო სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან და იქ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მსგავსი შეზღუდვა არ იგეგმებოდა.

„24 საათში ვითარება შეიცვალა და ორი დღის წინ, უკვე პრემიერთან შეხვედრის დროს, გავიგეთ, რომ იდეა და ჩანაფიქრი იყო უკვე სრული შეზღუდვის შემოღება, ეს გულისხმობდა როგორც სავაჭრო ცენტრების დაკეტვას, ასევე გადაადგილების შეზღუდვას და საერთოდ, მთელი დეკემბრის განმავლობაში ფაქტობრივად, მუშაობის საშუალების არ მიცემას.

მანამდე გამართულ შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლებთან, იყო საუბარი, რომ იქნებოდა წერტილოვანი შეზღუდვები, იყო საუბარი, რომ იქნებოდა დღის განმავლობაში სამუშაო საათების გადახედვა, კვირის განმავლობაში ორი ან სამი დღე ჩავკეტილიყავით, მაგრამ გვემუშავა სტაბილურად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

იხილეთ ასევე: თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრები მთავრობას სექტორის გაკოტრებისგან ხსნის გზას სთავაზობენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S