Accentnews.ge
"პანდემიის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება"

"პანდემიის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება"

11/11/2020 18:10:57 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, პანდემიის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება.

"მიუხედავად ვაქცინის თაობაზე პოზიტიური სიახლეებისა, ეპიდვითარება კვლავ მწვავედ რჩება. მთავრობას პანდემიასთან გამკლავება მთელი ზამთრის განმავლობაში მოუწევს. ესპანური გრიპის მსგავსად, უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო სასტიკი იქნება", – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა.

გერმანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსი 716 814ადამიანს დაუდასტურდა, აქედან დაავადებამ 11 976 პირი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მათივე ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე - დასკვნით ეტაპზე, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162-მა ​კორონავირუსით ინფიცირებისგან ექსპერიმენტის მონაწილე მოხალისეების 90%-ზე მეტი დაიცვა და ამასთანავე, არც სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონია.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.

დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნებათ. სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველი დოზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.

იხილეთ ასევე: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, 2021 წლის აპრილისთვის იქნება"

როდისთვის ვარაუდობს იმნაძე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანას

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 51 861 437 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 280 549 ადამიანი იმსხვერპლა. 36 428 038 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S