ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 4 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2 თეთრით გამყარდა
06/11/2020 13:03:19 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში - 4 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.3613 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9892 ლარად შეიძენთ.
6 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი 3.4000 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 4.0137 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 21-ჯერ გაყიდა.
იხილეთ ასევე: ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის დრამატულ გაუფასურებას "უკიდურესი რადიკალიზმით აღსავსე" პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს


