Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის დრამატულ გაუფასურებას  "უკიდურესი რადიკალიზმით აღსავსე" პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის დრამატულ გაუფასურებას  "უკიდურესი რადიკალიზმით აღსავსე" პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს

05/11/2020 10:40:57 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის კურსის დრამატულ გაუფასურებას "უკიდურესი რადიკალიზმით აღსავსე" პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

"ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს და არ ასახულიყო ლარის კურსზე. ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმისა, [ლარის კურსის] რა მერყევობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნადაა გამოწვეული იმ მოლოდინებით, რომელიც სადღეისოდ ქვეყანაში შექმნილმა რადიკალზმმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ წარმოშვა. ამავდროულად, ეს დაძაბულობა ხელს უწყობს ვირუსის უფრო მეტად გავრცელებას. არავინ კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არ არის რთული პირბადის ტარება", – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 10 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 13 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი 3.34 ლარი ღირს, ხოლო ერთ ევროს 3.90 ლარად შეიძენთ.

დღეს ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 3.4050 ლარია [თბილისის დროით 14:40].

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 21-ჯერ გაყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S