თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
30/10/2020 12:55:26 მსოფლიო
თურქეთში, ქალაქ იზმირში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა.
მიწისვძრა 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ბიძგები თურქეთის დასავლეთით მდებარე რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა.
განახლება
თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 100–ზე მეტი ადამიანი
ძლიერი მიწისძვრა იყო საბერძნეთშიც


