Accentnews.ge
თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 100–ზე მეტი ადამიანი

თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 100–ზე მეტი ადამიანი

30/10/2020 14:28:08 მსოფლიო

თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 120 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თურქეთის იზმირის რეგიონია დაზარალებული, სადაც მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიამ მცირე ზომის ზარალი გამოიწვია თურქეთის დასავლეთის სხვა პროვინციებში: უსაკში, დენიზლიში, მანისაში, ბალიკესირის, აიდინის და მუღლას რეგიონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S