Accentnews.ge
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა, დაშავდნენ მოქალაქეები

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა, დაშავდნენ მოქალაქეები

30/10/2020 15:05:06 მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ სამოსთან ახლოს მომხდარი 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა,– იუწყება „როიტერი“.

კუნძულ სამოსზე მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები. შენობები დაზიანდა კიდევ ორ კუნძულზე. დაშავებულია ათობით ადამიანი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სამოსის მახლობლად დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის ქალაქებშიც, სადაც მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100–ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S