Accentnews.ge
აშშ–ის CDC ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია

აშშ–ის CDC ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია

05/10/2020 19:07:16 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია.

"არსებობს მტკიცებულებები, რომ გარკვეულ პირობებში, COVID-19–ით დაინფიცირდნენ ადამიანები, რომლებიც 2–მეტრიან დისტანციას იცავდნენ. ეს გადაცემის შემთხვევები დადასტურდა დახურულ სივრცეებში, რომლებსაც არასათანადო ვენტილაცია ჰქონდათ", – აცხადებენ CDC–ში.

8 ივლისამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნებოდა, რომ COVID-19 ჰაერით არ გადაეცემოდა. აღნიშნულის დადასტურებისკენ ჯანმოს არაერთი მეცნიერი მოუწოდებდა.

იხილეთ ასევე: მეცნიერები: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და CDC–მ ხალხს უნდა უთხრან, რომ COVID-19 ჰაერითაც გადადის"

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 041 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 000 000–ზე მეტი ადამიანი, 26 630 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ქართველი სპეციალისტები მოქალაქეებს პირბადის ტარების რეკომენდაციით არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც მიმართავენ. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, თუ ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის, მოქალაქე პირბადით უნდა გადაადგილდეს.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 54 გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S