Accentnews.ge
მეცნიერები: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და CDC–მ ხალხს უნდა უთხრან, რომ COVID-19 ჰაერითაც გადადის"

მეცნიერები: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და CDC–მ ხალხს უნდა უთხრან, რომ COVID-19 ჰაერითაც გადადის"

06/07/2020 06:27:49 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ხალხს უნდა უთხრან, რომ COVID-19 ჰაერითაც გადადის, – ამის შესახებ ნათქვამია მეცნიერების ღია წერილში, რომელიც მათ ჯანმოსა და შესაბამის უწყებებს გაუგზავნეს.

ექსპერტები მიმართავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და CDC–ს, რომ მოსახლეობას დეტალურად აუხსნან, თუ როგორ შეიძლება ვირუსის ჰაერით გადაცემა.

"ეს არ არის საიდუმლო, მაგრამ, როგორც ჩანს, შესაბამის უწყებებს ეშინიათ ვირუსის საჰაერო გზით გადაცემაზე ესაუბრონ მოქალაქეებს", – აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერი დონალდ მილტონი.

წერილს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის 239 მეცნიერი აწერს ხელს. როგორც მილტონი აცხადებს, COVID-19–ის ჰაერით შესაძლო გავრცელების საკითხს ისინი მიმდინარე წლის თებერვლიდან სწავლობენ. მათივე თქმით, შესაბამისი კვლევის დეტალურ შედეგებს ისინი ჟურნალ "Clinical Infectious Diseases"–ში გამოაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ Covid-19 ჰაერით გავრცელებადი ინფექცია არ არის.

იხილეთ ასევე: კვლევა – Covid-19–მა მუტაცია განიცადა და ის უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების უფრო გამწვავება არ ფიქსირდება

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S