ჯანმო ადასტურებს, რომ კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია
08/07/2020 10:08:45 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია.
"არსებობს მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ჰაერითაც გადაეცეს. თუმცა, დაავადების გადაცემის გზების შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო", – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა ბენედეტა ალეგანსიმ.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნებოდა, რომ ვირუსი ჰაერით არ გადაეცემოდა.
იხილეთ ასევე: მეცნიერები: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და CDC–მ ხალხს უნდა უთხრან, რომ COVID-19 ჰაერითაც გადადის"


