Accentnews.ge
გერმანიამ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა

გერმანიამ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა

01/10/2020 09:18:57 საგარეო პოლიტიკა

გერმანიამ ევროკავშირის არაწევრ 160 ქვეყნას, მათ შორის საქართველოს მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გაუუქმა, – იუწყება DW.

გამოცემის ცნობით, გერმანია გაფრთხილებას ძალაში ტოვებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ჩინეთი, კანადა, რუანდა და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გერმანიამ ევროპის 11 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მთლიანად ან ცალკეული რეგიონისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილება 22 სექტემბერს გამოაცხადა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმაც საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 15 სექტემბრიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 019 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 184 000–ზე მეტი ადამიანი, 25 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S