გერმანია ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

22-09-2020 00:09:15 საგარეო პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოქალაქეებს აუცილებლობის გარეშე ტურისტული მიზნით საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო პანდემიისგან ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა სექტემბერში ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა. ყურადღება გამახვილებულია აჭარის რეგიონზე.

"გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისით ჩასულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა არ უწევთ. თუმცა, 15 სექტებრიდან სავალდებულოა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული "პისიარ" ტესტის პასუხების წარდგენა. ამასთან, ტესტის გაკეთება შესაძლებელია ჩასვლისას, თბილისის აეროპორტშიც. ტესტის პასუხების მიღებამდე (რვა საათის განმავლობაში), ვიზიტორი უნდა იყოს იზოლაციაში სასტუმროში, ან კერძო ბინაში", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები, მათ შორის, 200 ადამიანზე მეტის მონაწლეობით მასობრივი ღონისძიებების გამართვის აკრძალვა, ქორწილებსა და დაკრძალვებზე მოქმედი შეზღუდვა, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარების აუცილებლობა და სხვა ზომები.

იხილეთ ასევე: დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვის საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები