ძვირდება თუ არა პური – მცხობელთა ასოციაციის თავმძდომარის კომენტარი

24-09-2020 12:04:59 ეკონომიკა

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ცნობით, პურის ფასი ამ ეტაპზე ნარჩუნდება მოგების შემცირების ხარჯზე, თუმცა რიგმა მწარმოებლებმა მუშაობა შეაჩერეს.

მისითქმით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა.

„გვესმის, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერ–ჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“,-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

იხილეთ ასევე: რამდენით და რა სახის პროდუქტზე მოიმატებს ფასები ოქტომბრიდან – პროგნოზი და გამოსავალი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები