Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

22/09/2020 07:05:08 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ აჭარაში დადასტურდა, თუმცა შემთხვევები ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა –137
  • თბილისი – 47
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
  • იმერეთი – 26
  • გურია– 2.

სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირებული 16 კრიტიკული პაციენტია.

მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, ენდელაძე ამბობს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელებასთან ჯერ საქმე არ გვაქვს, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, ხოლო ჯანდაცვის სისტემა პაციენტების რაოდენობას უმკლავდება:

"ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო და არა საგანგაშო. მართალია, მოემატა შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ ეს დრამატული მატება არაა. ვფიქრობ, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს: როგორც ვიცი, გახსნილია 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება; მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ტრენინგი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი რეკორდული დღიური მონაცემია. გამოჯანმრთელდა 40 პირი, ხოლო გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S