საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
22/09/2020 06:45:34 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 218 პირს დაუდასტურდა, 40 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 574 პირი განიკურნა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 218 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 988 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი, სადაც გასული კვირის განმავლობაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, შემთხვევები დადასტურდა იმერეთში, სამეგრელოში და თბილისშიც.
განახლება
რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა –137
- თბილისი – 47
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
- იმერეთი – 26
- გურია– 2.


