Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში COVID-19–ის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15/09/2020 06:28:57 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნისთვის ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ცნობილია, რომ ინფიცირების შემთხვევების ნაწილი გამოვლინდა ბათუმში, მათ შორის მოხუცთა თავშესაფარში, გურიაში, თბილისში.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 1154 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პაციენტების ნაწილი კოვიდ–ცენტრებში მკურნალობს, ნაწილი კი სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში გადიან დაკვირვებას.

ინფორმაციისთვის: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში COVID-19–ის 2 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 1381 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • კარანტინის რეჟიმში რჩება 6 633 მოქალაქე;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S