Accentnews.ge
170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა, 20 – თბილისში

170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა, 20 – თბილისში

15/09/2020 07:05:29 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50 პირს აქვს მოგზაურობის ისტორია, 4 პირი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 28 შემთხვევა დადასტურდა „ცხელების ცენტრში“ და მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარა– ბათუმი – 124
  • თბილისი – 20
  • იმერეთი, ქუთაისი – 13
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 6
  • გურია, ოზურგეთი – 3
  • მცხეთა – 1
  • რაჭა – ლეჩხუმი, ცაგერი – 1

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S