Accentnews.ge
"თუ დადასტურდება, რომ ნავალნის საქმის უკან რუსული სახელმწიფო უწყებები დგანან, გერმანია იმოქმედებს ისე, როგორც ეს ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში გააკეთა"

"თუ დადასტურდება, რომ ნავალნის საქმის უკან რუსული სახელმწიფო უწყებები დგანან, გერმანია იმოქმედებს ისე, როგორც ეს ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში გააკეთა"

28/08/2020 13:55:35 მსოფლიო

გერმანია რუსეთს დიპლომატიური სანქციებით ემუქრება.

"თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ნავალნის საქმის უკან რუსული სახელმწიფო უწყებები დგანან, გერმანია იმოქმედებს ისე, როგორც ეს ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში გააკეთა", – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

ცნობისთვის: რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა:

"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ".

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს. გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნი მოწამლულია.

რამდენიმე საათის წინ გერმანიის "Charite" საავადმყოფომ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S