Accentnews.ge
„სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”

„სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”

21/08/2020 08:42:08 მსოფლიო

სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, - იუწყება ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი პოლიციის თანამშრომელზე დაყრდნობით.

მისივე მტკიცებით, პოლიციელმა განუცხადა მას, რომ ეს ნივთიერება საშიშია არა მხოლოდ ნავალნისთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც, თუმცა მისი დასახელება არც მასთან, არც ნავალნის მეუღლესთან საუბარში ისურვა იმ მოტივით, რომ ეს «საგამოძიებო საიდუმლოა».

თავის მხრივ, ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც რუსი ოპოზიციონერი ლიდერი კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს, ჟდანოვის მტკიცებით, ამ სიახლეს იგნოპრირებს.

“მთავარმა ექიმმა განგვიცხადა – “იპოვეს და იპოვესო” და ყურმილი დაგვიკიდა” – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ნავალნის პრეს–მდივნის კირა იარმიშის თქმით, ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა უარი თქვა, გაეცა ნებართვა ალექსეი ნავალნის გერმანიის კლინიკაში გადაყვანაზე, რის მიზეზადაც დაასახელა პაციენტის არასტაბილური მდგომარეობა.

ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ნავალნის ევროპაში უმკურნალონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S