Accentnews.ge
მედია – ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს და უგონო მდგომარეობაშია

მედია – ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს და უგონო მდგომარეობაშია

20/08/2020 05:49:04 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს და უგონო მდგომარეობაშია, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, რომ საწამლავი სავარაუდოდ, ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია.

მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S