ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს
22/08/2020 10:16:13 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ რუსეთიდან ბერლინში, საუნივერსიტეტო საავადმყოფოში Charité გადაიყვანეს. ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace ფარავს.
ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა როგორც ფრენის, ასევე გერმანიაში დაშვების დროს სტაბილური იყო.
იგი ამჟამად კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს.
იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”


