ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის ნება გასცეს
21/08/2020 11:51:31 მსოფლიო
ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ ტრანსპორტირების ნება გასცეს.
„ველოდებით სწრაფ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. თუ დანაშაული დადასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ. იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს დაპირებებს და ბატონ ნავალნის სამკურნალოდ საზღვაგარეთ უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირების ნებას გასცემს, მისი ოჯახის სურვილის შესაბამისად“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ნავალნის ევროპაში უმკურნალონ.
ნავალნის პრეს–მდივნის კირა იარმიშის თქმით, ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა უარი თქვა, გაეცა ნებართვა ალექსეი ნავალნის გერმანიის კლინიკაში გადაყვანაზე, რის მიზეზადაც პაციენტის არასტაბილური მდგომარეობა დაასახელა.
იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”


