ნავალნის ექიმი: "სამუშაო დიაგნოზი, რომელსაც ვეყრდნობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა"
21/08/2020 11:21:11 მსოფლიო
ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.
"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ", - აცხადებს პოლიტიკოსის მკურნალი ექიმი.
მურახოვსკის ამ განცხადების მიუხედავად, ოჯახისთვის დიაგნოზი ოფიციალურად ამ დრომდე არ უცნობებიათ.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ნავალნის ევროპაში უმკურნალონ.
იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”


