კინზინგერი – ნავალნიზე: "შემაშფოთებელია, უყურო მორიგ შემზარავ და მხდალ თავდასხმას"
21/08/2020 05:52:41 მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამლვის ფაქტს ეხმიანება და მომხდარს "მორიგ შემზარავ და მხდალ თავდასხმად" აფასებს.
"შემაშფოთებელია, უყურო მორიგ შემზარავ და მხდალ თავდასხმას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც წინ აღუდგა პუტინის კორუფციულ რეჟიმს და რომელიც ხმას იმაღლებს თავისუფლებისთვის. ვლოცულობ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის და სამართლის აღსრულებისთვის", - წერს ამერიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ნავალნის ევროპაში უმკურნალონ.


