მერკელი და მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამენ, ნავალნის ევროპაში უმკურნალონ
20/08/2020 18:21:21 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, იგი მზადაა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის მკურნალობა საფრანგეთში გაგრძელდეს.
"მზად ვართ ნავალნისა და მის ახლობლებს გავუწიოთ სამედიცინო დახმარებას, თავშესაფრის და დაცვის თვალსაზრისითაც დავეხმაროთ", – განაცხადა მაკრონმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მალე გამოჯანმრთელდება.
ნავალნის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც:
"მომართვიანობის შემთხვევაში ჩვენი კლინიკები მზად არიან მას დახმარება აღმოუჩინონ".
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


