Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "დექსამეტაზონის" წარმოების დაუყოვნებლივ გაზრდის მოწოდებით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "დექსამეტაზონის" წარმოების დაუყოვნებლივ გაზრდის მოწოდებით გამოდის

22/06/2020 20:20:49 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატ "დექსამეტაზონის" წარმოების დაუყოვნებლივ გაზრდის მოწოდებით გამოდის. შესაბამისი განცხადება ჟენევაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ–ჯერობით "დექსამეტაზონის" კვლევის პირველადი მონაცემები გვაქვს, კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს ზეიმის მიზეზი უკვე არსებული დასკვნებითაც აქვთ", – განაცხადა გებრეიესუსმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია "დექსამეტაზონის" წარმოება მყისიერად გაიზრდება.

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, "დექსამეტაზონმა" მართვით სუნთქვაზე მყოფ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S