ბრიტანელი მეცნიერები: "დექსამეტაზონს" შეუძლია, კოვიდ-სიკვდილიანობა მესამედით შეამციროს, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა"
16/06/2020 13:09:48 საზოგადოება
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი „დექსამეტაზონი“ Covid-19-ით ინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მესამედით ამცირებს.
„დაახლოებით 2000 ჰოსპიტალიზებული პაციენტი მკურნალობდა „დექსამეტაზონით“ და 4000 ამ პრეპარატს არ იღებდა. მათი შედეგები შევადარეთ ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ პაციენტებში, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ „დექსამეტაზონით“ მკურნალობის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 28%–მდე შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი წამალი ამ დროისთვის, რომელმაც სიკვდილიანობა შეამცირა და შეამცირა მნიშვნელოვნად. ეს უდიდესი მიღწევაა“, – აცხადებს პროფესორი პიტერ ჰორბი.
როგორც მისი კოლეგა პროფესორი მარტინ ლენდრეი აღნიშნავს, „დექსამეტაზონით“ მკურნალობა საკმაოდ იაფიც ჯდება.
"მკურნალობის 10–დღიანი კურსი დაახლოებით 5 გირვანქა სტერლინგი ჯდება. იგი საკმაოდ იაფიცაა, ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაც მთავარია ეფექტურია“, – დასძინა ლენდრეიმ.
მათივე თქმით, „დექსამეტაზონი“ არ ეხმარება კოროვირუსული დაავადების უფრო მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს - კერძოდ, მათ, ვისაც ხელოვნური არ სჭირდებათ.


