ჯანმო კორონავირუსის "დექსამეტაზონით" მკურნალობის შედეგებს „სამეცნიერო გარღვევად“ აფასებს
17/06/2020 07:12:42 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის პრეპარატ "დექსამეტაზონით" მკურნალობის შედეგებს „სამეცნიერო გარღვევად“ აფასებს.
„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ეს მშვენიერი ამბავია. ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, - ნათქვამია ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, "დექსამეტაზონმა" ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა.


